QR მენიუ
მენიუ სტუმრის ტელეფონში, აპლიკაციის გარეშე. ფოტოები, სამი ენა, ფასდაკლებები.
Simply Quick Response
SQR — სისტემა რესტორნების, კაფეების, ბარებისა და სასტუმროებისთვის: მენიუ, შეკვეთა, საწყობი და რეპორტები ერთ ადგილას.
უკვე ჩვენთან ხართ? შედით პანელში — თითოეული ობიექტი თავის პანელში შედის.
მენიუ სტუმრის ტელეფონში, აპლიკაციის გარეშე. ფოტოები, სამი ენა, ფასდაკლებები.
შეკვეთები, მაგიდები და გადახდები ტაბლეტზე ან კომპიუტერზე, ბრაუზერიდან.
ნაშთები, შესყიდვები, ჩამოწერები და კერძის თვითღირებულება. გაყიდვისას მარაგი რეცეპტის მიხედვით თავისით მცირდება.
გაყიდვები, გადახდები, მიმტანების შედეგები და მოგება არჩეული პერიოდისთვის.
მუშაობს ბრაუზერში, ტაბლეტზე ან კომპიუტერზე. შეგიძლიათ დააყენოთ აპლიკაციის სახით.
თითო მაგიდას თავისი QR კოდი აქვს. შეკვეთა სამზარეულოში მხოლოდ მიმტანის დადასტურების შემდეგ მიდის.
თითო ოთახს თავისი QR კოდი აქვს. სტუმარი ხსნის მენიუს თავის ენაზე და აგზავნის შეკვეთას — მიმტანი POS-ში ხედავს ოთახის ნომერს და ადასტურებს შეკვეთას, როგორც მაგიდის შემთხვევაში. რეპორტებში ოთახიდან შემოსული შეკვეთები ცალკე ჩანს.
ოთახებიდან შეკვეთა ჩაირთვება პარამეტრებიდან.
გაყიდვები, ფასდაკლებები, საშუალო ჩეკი, სტუმრები, მოგება და მარჟა; გადახდები ტიპების მიხედვით და ჩეკების სია; შედეგები მიმტანების მიხედვით. პერიოდი: დღეს, კვირა, თვე ან ნებისმიერი თარიღები; შედარება წინა პერიოდთან ან წინა წელთან. ყველა რეპორტი იტვირთება CSV ფაილად.
ნაშთები და მოძრაობების ისტორია, შესყიდვები მომწოდებლებისგან, ჩამოწერები, ინვენტარიზაცია.
კერძის რეცეპტი და ნახევარფაბრიკატები; სისტემა ითვლის კერძის თვითღირებულებას, რეპორტი კი — მოგებას.
პანელში, ელფოსტის დადასტურებით, ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე. პირველი 2 კვირა უფასოა.
დაამატეთ კატეგორიები, კერძები და ფოტოები, დახატეთ დარბაზის რუკა.
დაბეჭდეთ QR კოდები, გახსენით POS ტაბლეტზე და მიეცით თანამშრომლებს PIN-ები.
დარბაზი, მაგიდების რუკა, მიმტანები და რეცეპტები.
სწრაფი შეკვეთა, QR მენიუ და ყოველდღიური ციფრები.
სწრაფი ჩეკები, გაყოფილი ანგარიშები და მარაგის კონტროლი.
მაგიდები დარბაზში და შეკვეთა ოთახებიდან ერთ სისტემაში.
ფასი იწყება 30 ₾-დან თვეში. დღგ ფასში არ შედის. პირობებს თქვენს ობიექტზე მორგებით განვიხილავთ. პირველი 2 კვირა უფასოა.
მოითხოვეთ შეთავაზებაარა. ტელეფონის კამერით QR-ის დასკანერება საკმარისია, მენიუ ბრაუზერში იხსნება.
ტაბლეტი ან კომპიუტერი ბრაუზერით და ინტერნეტით.
არა, POS-ს და QR მენიუს ინტერნეტი სჭირდება.
დიახ, პანელიდან ნებისმიერ დროს: კერძები, ფასები, ფოტოები და ფასდაკლებები.
არა. სტუმარი ტელეფონიდან უკვეთავს, გადახდა კი ობიექტზე ხდება და POS-ში ფიქსირდება.
არა. QR-ით მოსულ შეკვეთას ჯერ მიმტანი ადასტურებს, შემდეგ ის სამზარეულოს ობიექტისთვის მისაღები გზით გადაეცემა.
თითოეული ობიექტი თავის პანელში შედის, საკუთარი მენიუთი, მაგიდებით, თანამშრომლებით და რეპორტებით.
არა. ობიექტის მონაცემები გამიჯნულია და მხოლოდ ამ ობიექტის მომხმარებლებს უჩანს.
ფასი იწყება 30 ₾-დან თვეში, დღგ ფასში არ შედის. ზუსტ პირობებს თქვენს ობიექტზე მორგებით განვიხილავთ. „QR მენიუ“ მოიცავს მენიუს; „QR მენიუ + POS“ — დამატებით POS-ს, შეკვეთას მაგიდიდან და ოთახიდან, საწყობს და რეპორტებს.
დიახ, პირველი 2 კვირა უფასოა. რეგისტრაციისას ბარათის მითითება არ არის საჭირო.
ვთანხმდებით პირობებზე და ვრთავთ ყოველთვიურ გამოწერას. თუ გადახდის ვადა გავიდა, 3-დღიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ პანელის მართვა და POS ჩერდება, QR მენიუ კი დროებით მიუწვდომელი ხდება. თქვენი მონაცემები ინახება და გადახდის შემდეგ ყველაფერი ბრუნდება.
მოგვწერეთ, როგორი ობიექტი გაქვთ, და გიპასუხებთ. ყველაზე სწრაფად WhatsApp-ზე.