POS გადმოწერა

SQR POS Windows-ისთვის

დააყენეთ POS სალაროს touchscreen-ზე, ლეპტოპზე ან კიოსკზე. პროგრამა ხსნის თქვენი ობიექტის POS-ს და ბეჭდავს სამზარეულოს ბილეთებს და სტუმრის ჩეკებს USB ან ქსელის პრინტერზე.

SQR POS · Windows ვერსია 1.1.1 · 109 MB · Windows 10/11 (64-bit)
ჩამოტვირთვა Windows-ისთვის

ტაბლეტზე (iPad, Android) POS ბრაუზერიდან მუშაობს: გახსენით manager.sqr.ge/pos/start და შეიყვანეთ იგივე კოდი. ბეჭდვისთვის ობიექტში საკმარისია ერთი Windows მოწყობილობა SQR POS-ით.

სახელმძღვანელოები

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია PDF ფორმატში: რა თანმიმდევრობით შეიყვანოთ ინფორმაცია და როგორ იმუშაოთ POS-ში.

SQR User Guide ობიექტის მფლობელისთვის და მენეჯერისთვის: მენიუ, მაგიდები, პერსონალი, POS, საწყობი, რეპორტები. PDF · 2.1 MB · ქართულად
გადმოწერა
SQR Waiter Guide მიმტანისთვის: შესვლა, ჩეკი, SEND ORDER, გადახდა, სტუმრის QR შეკვეთა. ერთი გვერდი. PDF · 0.1 MB · ქართულად
გადმოწერა

სამი ნაბიჯი დასაწყებად

დააყენეთ

გახსენით ჩამოტვირთული ფაილი. თუ Windows აჩვენებს „Windows protected your PC“, დააჭირეთ More info → Run anyway.

დააკავშირეთ ობიექტთან

მართვის პანელში დააჭირეთ POS → „კოდის მიღება“ და პროგრამაში შეიყვანეთ 6-ციფრიანი კოდი. მოწყობილობა მხოლოდ თქვენს ობიექტს დაუკავშირდება.

შედით PIN-ით

მიმტანი ან მენეჯერი შედის თავისი 4-ციფრიანი PIN-ით. PIN-ებს მართვის პანელის „პერსონალში“ აძლევთ.

პრინტერები

ნებისმიერი 58 ან 80 მმ თერმული პრინტერი (ESC/POS), USB-ით ან ქსელით. ქართული ტექსტი სწორად იბეჭდება.

  • USBპრინტერი მიაერთეთ კომპიუტერს, პანელში დაამატეთ ტიპით „USB“. პროგრამა მას თავად იპოვის.
  • ქსელი (LAN)პანელში ჩაწერეთ პრინტერის IP და პორტი 9100. ბეჭდავს ობიექტის ნებისმიერი SQR POS.
  • სამზარეულოს ბილეთებიკერძი ეკუთვნის სადგურს (სამზარეულო, ბარი), სადგური — პრინტერს. SEND ORDER-ზე თითო სადგური თავის ბილეთს იღებს.
  • სტუმრის ჩეკიანგარიშის სრულად გადახდისას იბეჭდება კერძები ფასებით, ჯამი და გადახდის სახე. არ არის ფისკალური ჩეკი.
  • შემოწმებაპროგრამის მენიუში: SQR POS → „სატესტო ბეჭდვა“.

ხშირი კითხვები

რატომ ამბობს Windows „Windows protected your PC“?

ახალ პროგრამებზე Windows ასე აფრთხილებს. დააჭირეთ More info → Run anyway; პროგრამა მხოლოდ თქვენს POS-ს ხსნის და ჩეკებს ბეჭდავს.

როგორ გადავიყვანო მოწყობილობა სხვა ობიექტზე?

მენიუში SQR POS → „ობიექტიდან გათიშვა“, შემდეგ შეიყვანეთ ახალი ობიექტის კოდი. ყველა მოწყობილობის გათიშვა შეგიძლიათ მართვის პანელის „პერსონალიდანაც“.

ახალი ვერსია უნდა ჩამოვტვირთო?

POS-ის ეკრანები ავტომატურად ახლდება. ახალი ფაილი საჭიროა მხოლოდ ბეჭდვის ცვლილებისას; ბოლო ვერსია ყოველთვის ამ გვერდზეა.

პროგრამა ჩართული უნდა იყოს?

დიახ, ბეჭდვისთვის SQR POS ღია უნდა იყოს (შეიძლება ჩაკეცილი). Windows-ის ჩართვისას ის თავად იხსნება.

მოგვწერეთ WhatsApp-ზე